ჩემპიონთა ლიგის წილისყრა - ბათუმის „დინამო“ კანკავასა და კაშიას „სლოვანს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
უეფა-ში საკლუბო ტურნირების წილისყრა დაიწყო და და ცნობილი გახდა ბათუმის „დინამოს“ მეტოქე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე – 5 სავარაუდო მეტოქიდან საქართველოს ჩემპიონი სკოვაკეთის ჩემპიონს, ვლადიმერ ვაისის „სლოვანს“ შეხვდება.
ბრატისლაველები საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა სეზონის შემდეგ დატოვა, მაგრამ დაბრუნდა – ამ გუნდში ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმელთა სავარაუდო მეტოქეები იყვნენ: „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „შერიფი“ (მოლდოვა), „სლოვანი“ (სლოვაკეთი), „ლინკოლნი“ (გიბრალტარი) და „შემროკ როვერსი“ (ირლანდია).
პირველი საკვალიფიკაციო წრის თამაშები 5-6 ივლისს და 12-13 ივლისს გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო წრის გავლის შემთხვევაში, გუნდი ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრეში და კონფერენს ლიგის პლეი ოფში თამაშს გაინაღდებს.
საქმე ისაა, რომ მე-2 საკკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნილი 10 გუნდი ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება, სადაც დამარცხების მიუხედავად, ევროსეზონის გაგრძელების საშუალება კონფერენს ლიგის პლეი ოფში მიეცემა.