უეფა-მ თავის ოფიციალურ გვერდზე 2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგის გაფართოებული სიმბოლური ნაკრები წარმოადგინა, რომელშიც 20 ფეხბურთელი შეიყვანეს. აქედან რვა – გამარჯვებული „რეალიდანაა“. ფინალისტ „ლივერპულს“ მხოლოდ სამი წარმომადგენელი ჰყავს.
სრული სია ასეთია:
მეკარეები – კეილორ ნავასი (“რეალი”), ალისონი (“რომა”);
მცველები – ჯოშუა კიმიხი (“ბაიერნი”), სერხიო რამოსი (“რეალი”), მარსელო (“რეალი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), ვირჯილ ვან დიიკი (“ლივერპული”), რაფაელ ვარანი (“რეალი”);
ნახევარმცველები – კევინ დე ბურინი (“მანჩესტერ სიტი”), კაზემირო (“რეალი”), ლუკა მოდრიჩი (“რეალი”), ტონი კროოსი (“რეალი”), ხამეს როდრიგესი (“ბაიერნი”);
ფორვარდები – ედინ ჯეკო (“რომა”), რობერტო ფირმინო (“ლივერპული”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”).