ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს შეუერთდა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს შეუერთდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები დღეს, 2 ივნისს რუმინეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 5 ივნისს კი ბაჰრეინს უმასპინძლებს.

რუმინეთთან შეხვედრის დღეს საქართველოს ეროვნულ გუნდს ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა აღნიშნა, ხვიჩა 2 ივნისის მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს, ბაჰრეინთან კი აუცილებლად ითამაშებს.

ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირეველი არხი შემოგთავაზებთ.