ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდი | „იბერიამ“ ბრატისლავაში „სლოვანთან“ ფრედ ითამაშა და ევროპალიგაზე გადაინაცვლა #1TVSPORT

00:15, 30.07.2026

თბილისის „იბერიამ“ ბრატისლავისსლოვანთან“ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა 1:1 დაასრულა და ევროსეზონს ევროპის ლიგაზე გააგრძელებს.

საქართველოს ჩემპიონმა თამაში ფრთხილად დაიწყო, სლოვაკები კი უპირატესობას ფლობდნენ, საგოლე მომენტებიც შექმნეს და ტაიმის ბოლოს ეს ტაბლოზეც ასახეს – მცველების შეცდომით მიკოლა კუხარევიჩმა ისარგებლა და „სლოვანი“ დააწინაურა.

„იბერიამ“ მეორე ტაიმი შესანიშნავად დაიწყო და 51-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. გოლი ნიკა სიხარულაშვილის დამსახურება, რომელმაც მეტოქეს ბურთი აართვა და საჯარიმოს სიახლოვიდან კარში ზუსტად დაარტყა.

თბილისის „იბერიამ“, რომელიც ორი მატჩის ჯამში 1:3 დამარცხდა (0:2, 1:1), საქართველოს უეფას რეიტინგში მინიმალური ქულები მაინც მოუტანა.

ახლა გუნდი ევროპის ლიგაზე გადაერთვება და დაუპირისპირდება ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნეს“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში „ცრვენა ზვეზდასთან“ მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა 0:5 (პირველში 0:4).

მსგავსი