ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდი - „იბერია“ VS „მალმე“ საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდი - „იბერია“ VS „მალმე“ საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია 1999“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის გახსნით მატჩში შვედეთის საუკეთესო გუნდს, „მალმიოს“ უმასპინძლებს – ეს ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა იქნება.

როგორც ჩანს, „იბერიამ“ ჩემპიონატში წარმატების გასაღები იპოვა, რადგან ეროვნული ლიგის გამარჯვებული ამჟამადაც გათამაშების ლიდერია.

ლევან კორღალიძის შეგირდებმა პირველი 18 მატჩი დაუმარცხებლად ჩაატარეს (13 მოგება და 5 ფრე, 44 ქულა).

თბილისურმა კლუბმა „მიხეილ მესხზე“ ბოლო ცხრა მატჩიდან 8 მოიგო, ახლა კი ეს წარმატება ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ეტაპზე უნდა გადაიტანოს.

„იბერია“ ჩემპიონთა ლიგაზე 2019-20 წლების სეზონშიც მონაწილეობდა, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის „შერიფი“ დაამარცხა, ხოლო შემდეგ რაუნდში ზაგრების „დინამოსთან“ წააგო.

მალმე“ ფავორიტის სტატუსითაა, ჯგუფურ ეტაპზე პირველად 2021-22 წლების სეზონში ითამაშა და ლიგაში დაბრუნებას ისახავს მიზნად.

საინტერესოა, რომ ჰენრიკ რიდსტრომის გუნდმა ბოლო ექვსი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო. ეს ჩავარდნა, ძირითადად, დაცვაში პრობლემებს უკავშირდება. ამ პერიოდში „მალმემ“ მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.

ამ შედეგით „მალმე“ შვედეთის ლიგაში მეხუთე ადგილზეა და გასვლაზე მოუგებელი მატჩების სერია ოთხ მატჩამდე (სამი ფრე) გაზარდა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია 1999“ შვედეთის ჩემპიონს 8 ივლისს, 20:00 საათზე „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 15 ივლისს კი საქართველოს ჩემპიონს „მალმე“ 21:00 საათზე მიიღებს.