ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი | თბილისის „იბერია“ შვედეთშია #1TVSPORT
თბილისის „იბერია“ შვედეთში გაემგზავრა, სადაც 15 ივლისს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმეს“ დაუპირისპირდება.
პირველი შეხვედრა, რომელიც თბილისში, „მიხეილ მესხი არენაზე“ გაიმართა. შვედეთის ჩემპიონის უპირატესობით მიმდინარეობდა და მისი გამარჯვებით დასრულდა 3:1.
თუმცა, თბილისელები თვლიან, რომ ორ საკამათო ეპიზოდში ჩრდილომაკედონიელი მსაჯის გადაწყვეტილებებმა შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა და იმედი აქვთ, რომ საპასუხო შეხვედრაში „მალმეს“ უფრო დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ.
„მალმესა“ და თბილისის „იბერიას“ განმეორებითი მატჩი 15 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლაციის ხილვა პირველ არხზე იქნება შესაძლებელი.