ჩემპიონთა ლიგის ორგზის ჩემპიონი „ტრაბზონში“ ითამაშებს
ჩემპიონთა ლიგის ორგზის ჩემპიონი „ტრაბზონში“ ითამაშებს

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი დანიელ სტარიჯი კარიერას „ტრაბზონში“ გააგრძელებს. თავდამსხმელი უკვე გაემგზავრა თურქეთში მოლაპარაკებების გასამართად, – წერს ინგლისური პრესა.

29 წლის სტარიჯს, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, ჭორები აკავშირებდნენ „ატალანტასთან“, „ფენერბაჰჩესთან“, „ბოლონიასთან“ და ფრანქფურტის „აინტრახტთან“, მაგრამ ფეხბურთელმა „ტრაბზონში“ თამაში არჩია. ამ გუნდში მას ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. სტარიჯის ხელფასი წელიწადში სამ მილიონ ევროს გაუტოლდება.

სტარიჯი ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ შემადგენლობაში. წელს მას ამოეწურა კონტრაქტი „ლივერპულთან“ და თავისუფალი აგენტი გახდა.