ჩემპიონთა ლიგის მონაწილეთა რიცხვი 36-მდე გაიზრდება
ჩემპიონთა ლიგის მონაწილეთა რიცხვი 36-მდე გაიზრდება

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლა განიზრახა. ევროპის მთავარი საფეხბურთო ტურნირი ახალი ფორმატით 2024 წლიდან ჩატარდება.

როგორც იტყობინებიან, ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა რიცხვი 32-დან 36-მდე გაიზრდება. ამასთან, თითოეული კლუბი ამ სტადიაზე 10 მატჩს ჩაატარებს.

უეფას ჩანაფიქრით, მსგავსი ფორმატი გაზრდის ტოპ-მატჩებს, რაც ტელემაუწყებლებისგან შემოსავლების ოპტიმიზაციას გამოიწვევს.

ელოდებიან, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო წელს მიიღებენ.