ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია - წილისყრა 21 თებერვალს ჩატარდება #1TVSPORT
ევროპის მთავარ საკალუბო საფეხბურთო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ინის სტადია დასრულდა და მერვედფინალში მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილი გახდა.
მერვედფინალში ასპარეზობის უფლება პირველი ფაზის შემდეგ რვა გუნდმა მოიპოვა, ხოლო რვა გუნდი მათ პლეი ინის შემდეგ შეუერთდა.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტები 2024/25 წლის სეზონში: „ლივერპული“, „ბარსელონა“, „არსენალი“, „ინტერი“, „ატლეტიკო მადრიდი“, „ბაიერ ლევერკუზენი“, „ლილი“, „ასტონ ვილა“, „ფეიენოორდი“, „ბრიუგე“, „ბაიერნი“, „ბენფიკა“, „დორტმუნდი“, პსჟ, „რეალ მადრიდი“, პსვ.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ხვალ, 21 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე უეფა-ს შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარდება. მატჩები 4-5 და 11-12 მარტს გაიმართება.
ტურნირის ფინალს წელს მიუნხენი უმასპინძლებს. მატჩი „ალიანს არენაზე“ 31 მაისს შედგება.