ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ ატლეტიკოს ორ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ ატლეტიკოს ორ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

მადრიდის „ატლეტიკომ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პირველი გუნდის ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათი გვარები არ სახელდება.

„ლისაბონში გამგზავრების წინ, ფეხბურთელებსა და მომსახურე პერსონალს ჩაუტარდათ ტესტები ორგანიზმში კორონავირუსის არსებობაზე. დღეს გაირკვა, რომ ინფექცია აღმოაჩნდა ორ ფეხბურთელს. ახლა ისინი იზოლირებულნი არიან და ჩვენ უკვე შევატყობინეთ ამ შემთხვევის შესახებ შესაბამის ორგანოებს. პროტოკოლში წერია, რომ მთელმა გუნდმა უნდა გაიაროს ახალი ტესტირება და ეს აუცილებლად აისახება პორტუგალიაში მგზავრობაზე, ცხოვრებასა და წვრთნების გრაფიკზე“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ოთხშაბათს, 13 აგვისტოს „ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი ელოდება „ლაიპციგის“ წინააღმდეგ. მატჩი ლისაბონში გაიმართება.