ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე თბილისის „იბერიის“ სავარაუდო მეტოქე ესტონურ „ლევადიასა“ და ლატვიურ რფს-ს შორის გამარჯვებული იქნება #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე თბილისის „იბერიის“ სავარაუდო მეტოქე ესტონურ „ლევადიასა“ და ლატვიურ რფს-ს შორის გამარჯვებული იქნება #1TVSPORT

გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა, რომელმაც გაარკვია საქართველოს ჩემპიონის, „იბერიის“ მეტოქე. თბილისური გუნდი შვედურ „მალმიოს“ ეთამაშება.

დღეს კი მეორე ეტაპის სავარაუდო მოწინააღმდეგე გამოვლინდა. იმ შემთხვევაში, თუ „იბერია“ „მალმიოს“ ბარიერს დაძლევს, შეხვდება ესტონურ „ლევადიასა“ და ლატვიურ რფს-ს შორის გამარჯვებულს.