ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ესპანეთს სამი გუნდი ეყოლება #1TVSPORT

08:57, 14.03.2024

ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა მერვედფინალური ეტაპი და ცნობილია 1/4-ფინალის ყველა მონაწილე.

ამ ეტაპზე ყველაზე მეტი გუნდი ჰყავს ესპანეთს – „რეალი“, „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“.

ასევე მეოთხედფინალში გავიდნენ ორ-ორი გუნდი ინგლისიდან („მანჩესტერ სიტი“ და „არსენალი“) და გერმანიიდან („ბაიერნი“ და „დორტმუნდი“).

რვა საუკეთესოში ერთი გუნდი ჰყავს საფრანგეთს – „პარი სენ-ჟერმენი“.

მსგავსი