ჩემპიონთა ლიგაზე შერმადინმა ყოფილ კლუბს 22 ქულა ჩაუგდო
ჩემპიონთა ლიგაზე შერმადინმა ყოფილ კლუბს 22 ქულა ჩაუგდო

გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “სარაგოსასთან” წააგო – 87:81.

მატჩი მეტად დაძაბული იყო, მესამე პერიოდში სარაგოსელებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მეოთხე რაუნდი “ტენერიფემ” ამ სხვაობის აღმოფხვრას შეალია.

ბოლო პერიოდის შუაში გიორგი შერმადინმა მეოთხე ფოლი მიიღო, რის გამოც მწვრთნელმა ის სათადარიგოთა სკამზე დასვა, გადამწყვეტი მომენტისთვის შემოინახა. გადამწყვეტი დრო კი საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე დადგა – გიორგი მოედანზე დაბრუნდა, ჯერ საჯარიმოები ჩააგდო, შემდეგ ორქულიანი და ანგარიში გაათანაბრა – 76:76.

ტენერიფემ“10-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და თითქოს წინაც უნდა გასულიყო, მაგრამ ჯერ ბრუსინოსგან მიიღო ორქულიანი, ხოლო სირენამდე 57 წამით ადრე გიორგი შერმადინმა ხუთი ფოლის გამო დატოვა მოედანი და “სარაგოსამ” 87:81 გაიმარჯვა.

შერმადინის მონაგარი ასეთი იყო: 28 წუთი, 22 ქულა, 8 მოხსნა 1 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტი – 24.

1/2 ფინალში “სარაგოსა” ბერძნულ აეკ-ს დაუპირისპირდება.