ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო გოლები მესიმ და რონალდუმ გაიტანეს (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო გოლები მესიმ და რონალდუმ გაიტანეს (ვიდეო)

„უეფას“ (UEFA) ოფიციალურმა ვებგვერდმა შეაჯამა გულშემატკივრების გამოკითხვა ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო გოლზე. ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ბარსელონასა“ და „ლივერპულის“ პირველ ნახევარფინალში ლიონელ მესის მიერ გატანილმა ჯარიმამ.

უფრო ადრე „უეფას“ ტექნიკური დამკვირვებლების კომისიამ განვლილი სეზონის საუკეთესო 10 გოლი აირჩია, მათგან პირველ ადგილზე კი, 2018 წლის 7 ნოემბერს, ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში კრიშტიანუ რონალდუს მიერ გატანილი გოლი გაიყვანა, რომელიც „იუვენტუსის“ ფორვარდმა ყოფილ კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში გაიტანა.

„უეფას“ ტექნიკური დამკვირვებლების კომისიაში შედიან: თომას შააფი (გერმანია), პეტერ რუდბეკი (დანია), დევიდ მოიესი (შოტლანდია), რაულ გონსალესი (ესპანეთი), პეტ ბონერი (ირლანდია), მაიკლ ო’ნილი (ჩრ. ირლანდია), გარეტ საუტგეიტი (ინგლისი), რობერტო მარტინესი (ესპანეთი), ხინეს მელენდესი (ესპანეთი).

 

View this post on Instagram

 

⚽️🏆 Goal of the Tournament 🏆⚽️⁣ ⁣ Agree with the order? 🤔⁣ ⁣ #UCL #golazo

A post shared by UEFA Champions League (@championsleague) on

 

View this post on Instagram

 

A post shared by UEFA Champions League (@championsleague) on