ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპამდე (წილისყრა 17 ივნისს გაიმართება) უეფა-მ გამოაქვეყნა სია, საიდანაც ცნობილი გახდა თბილისის „იბერიის“ სავარაუდო მეტოქეები.
საქართველოს დაბალი რეიტინგის გამო (52-ე ადგილი უეფა-ს რეიტინგში), ეროვნული ლიგის გამარჯვებული განუთესავი იქნება.
„იბერიის“ ხუთ სავარაუდო მეტოქეს წილისყრის წინა დღეს შევიტყობთ. გუნდები კვლავ რეგიონული პრინციპით დაწყვილდებიან. ამის მერე კი კონფერენსლიგაზე ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და გორის „დილას“ სავარაუდო მეტოქეთა სიაც გამოქვეყნდება.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისური გუნდის შესაძლო მეტოქეები არიან:
შემროკ როვერსი (ირლანდია), კუოპიო (ფინეთი), დრიტა (კოსოვო), ლინკოლნი (გიბრალტარი), ბორაცი (ბოსნია), ვიკინგური (ისლანდია), კაირატი (ყაზახეთი), უნივერსიტატეა (რუმინეთი), კლაკსვიკი (ფარერები), ფლორა (ესტონეთი), ლარნი (ჩრდილოეთ ირლანდია), პეტროკუბი (მოლდოვა), ნიუ სეინთსი (უელსი).