ჩემპიონთა ლიგა | წაგება სტამბოლში, ფრე ნორვეგიაში, „აიაქსის“ სირცხვილი მარსელში, გადარჩენა ბერგამოში [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | წაგება სტამბოლში, ფრე ნორვეგიაში, „აიაქსის“ სირცხვილი მარსელში, გადარჩენა ბერგამოში [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „ლივერპულმა“ ამა წლის მარტის შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ ორი მატჩი. შემდეგი მატჩი არნე სლოტის გუნდს 4 ოქტომბერს „ჩელსის“ წინააღმდეგ აქვს.

* 116 მილიონ ფუნტად შეძენილ ფლორიან ვირტცს ცხრა მატჩში ერთი შედეგიანი გადაცემა აქვს.

* „ლივერპულს“ არასოდეს მოუგია „გალათასარაისთან“ გასვლით მატჩში – ერთი ფრე და ორი წაგება.

* ჩემპიონთა ლიგაზე 20 გასვლით შეხვედრაში პირველი ტაიმის წაგების შემდეგ, „ლივერპულმა“ 16-ჯერ დათმო მატჩი და მხოლოდ ორჯერ გაიმარჯვა.

* ოსიმენს ჩემპიონთა ლიგაზე სამი კლუბის – „ლილის“, „ნაპოლისა“ და „გალათასარაის“ რიგებში გაუტანია გოლი. მსგავსი რამ არც ერთ ნიგერიელ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.

* „მარსელს“ ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ სამი მოგება აქვს.

* „აიაქსს“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე – ორიდან ორი წაგება ბურთების სხვაობით 0:6.

* იგორ პაიშაოს „აიაქსის“ კარში ექვსი გოლი აქვს გატანილი.

* რობერტო დე ძერბის ხელმძღვანელობით „მარსელმა“ მატჩების 59 პროცენტი მოიგო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ლეგენდარული რაიმონ გუტალსის შემდეგ, რომელმაც 1993 წელს კლუბს ჩემპიონთა თასი მოაგებინა.

* „ბოდო გლიმტის“ კაპიტანმა ჰიოგმა ზედიზედ მეორე ტურში ვერ გამოიყენა პენალტი.

 

გალათასარაი-ლივერპული       1:0

გოლი: 1:0 ოსიმენი (16-პენ)

 

მარსელი-აიაქსი                4:0

გოლები: 1:0 იგორ პაიშაო (6), 2:0 იგორ პაიშაო (12), 3:0 გრინვუდი (26), 4:0 ობამეიანგი (52)

 

ბოდო გლიმტი-ტოტენჰემი        2:2

გოლები: 1:0 ჰაუგე (53), 2:0 ჰაუგე (66), 2:1 ვან დე ვენი (68), 2:2 გუნდერსენი (89-საკ. კარში)

 

ატალანტა-ბრიუგე           2:1

გოლები: 0:1 ცოლისი (38), 1:1 სამარჯიჩი (74-პენ), 2:1 პაშალიჩი (87)