ფაქტები
* მერვედფინალში გავიდნენ: „ბაიერნი“, „ატლეტიკო“, „რეალი“, „გლადბახი“, „მანჩესტერ სიტი“, „პორტუ“, „ლივერპული“, „ატალანტა“, „ჩელსი“, „სევილია“, „დორტმუნდი“, „ლაციო“, „იუვენტუსი“, „ბარსელონა“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ლაიპციგი“.
* ანხელ დი მარიას 32 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე. მან გაუსწრო რაიან გიგზს (31) და ახლა, არგენტინელზე წინ არიან მხოლოდ კრიშტიანო რონალდო (41) და ლიონელ მესი (36).
* ნეიმარი პირველი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვისაც 20-20 გოლი აქვს გატანილი ორი კლუბის შემადგენლობაში.
* ნეიმარი გახდა მეშვიდე ფეხბურთელი, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ სამი ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული. ამ სიაში არიან: ლიონელ მესი (8), კრიშტიანო რონალდო (8), რობერტ ლევანდოვსკი (3), მარიო გომესი (3), ფილიპო ინძაგი (3), ლუიშ ადრიანო (3).
* 21 წლისა და 11 თვის მბაპე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 20 გოლი გაიტანა. წინა რეკორდი ლიონელ მესის ეკუთვნოდა – მან 20-გოლიან ნიშნულს 22 წლისა და რვა თვის ასაკში მიაღწია.
პსჟ-ბაშაქშეჰირი 5:1
გოლები: 1:0 ნეიმარი (21), 2:0 ნეიმარი (38), 3:0 მბაპე (42-პენ), 4:0 ნეიმარი (50), 4:1 მეჰმეთ თოფალი (57), 5:1 მბაპე (62)
პსჟ (5-3-2): კეილორ ნავასი – ფლორენცი (79. პემბელე), მარკინიოსი (67. კერერი), დანილო, კიმპემბე (80. დიალო), ბაკერი – ვერატი (80. გუეიე), პარედესი, რაფინია (46. დი მარია) – მბაპე, ნეიმარი.
ბაშაქშეჰირი (4-3-3): მერთ გუნოქი – რაფაელი (68. ჯულიანო), პონკი, მეჰმეთ თოფალი, ჰასან ალი ქალდირიმი (68. ბოლინგოლი-მბომბო) – ბერქაი ოზჩანი, მაჰმუთ თექდემირი (89. შადლი), ერფან კაჰვეჩი – გულბრანდსენი (80. კაპლანი), კრიველი (68. ბა), დენიზ თურუჩი.
- პსჟ – 12 (13-6)
- ლაიპციგი – 12 (11-12)
- მანჩესტერ იუნ – 9 (15-10)
4. ბაშაქშეჰირი – 3 (7-18)