ფაქტები
* მერვედფინალში გავიდნენ: „ბაიერნი“, „ატლეტიკო“, „რეალი“, „გლადბახი“, „მანჩესტერ სიტი“, „პორტუ“, „ლივერპული“, „ატალანტა“, „ჩელსი“, „სევილია“, „დორტმუნდი“, „ლაციო“, „იუვენტუსი“, „ბარსელონა“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ლაიპციგი“.
* მოჰამედ სალაჰმა 22-ე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე და ამ ტურნირზე „ლივერპულის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ეგვიპტელმა სტივენ ჯერარდის რეკორდი გააუმჯობესა.
* სალაჰმა „მიდტიულანდთანì მატჩში 55-ე წამზე გახსნა ანგარიში. ეს „ლივერპულის“ ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე.
* 18 წლისა და 25 დღის ბილი კუმეტიო ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
* 18 წლისა და 207 დღის რაიან გრავენბერხი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩიდან გაუძევებიათ. რეკორდსმენია სელესტინ ბაბაიარო – 16 წლისა და 86 დღის.
* „მიდტიულანდი“ ერთადერთი გუნდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთ ტურნირში ორჯერ გაუშვა გოლი პირველ წუთზე („ლივერპულთან“ და „აიაქსთან“).
* „ატალანტა“ ზედიზედ მეორე წელია ითამაშებს მერვედფინალში.
აიაქსი-ატალანტა 0:1
გოლი: 0:1 მურიელი (85)
აიაქსი (4-3-3): ონანა – მაზრაუი, შუურსი, მარტინესი (90+2. ტიმბერი/90+6. ალვარესი), ტალიაფიკო (63. ჰუნტელაარი) – კლაასენი, ლაბიადი (63. ეკელენკამპი), გრავენბერხი – ანტონი, ბრობეი (46. პრომესი), ტადიჩი.
ატალანტა (3-4-1-2): გოლინი – ტოლოი, რომერო, ჯიმსიტი – ჰატებოერი, დე როონი, ფროილერი, გოსენსი (79. პალომინო) – პესინა – გომესი, საპატა (79. მურიელი).
გაძევება: გრავენბერხი (79. აიაქსი)
მიდტიულანდი-ლივერპული 1:1
გოლები: 0:1 სალაჰი (1), 1:1 შოლცი (62-პენ)
მიდტიულანდი (4-3-3): ჰანსენი – ქულსი, სვიატჩენკო, შოლცი, პაულინიო – კაიუსტი, ონიეკა (63. ისაქსენი), ევანდერი (90. მადსენი) – დრეიერი (76. სისტო), კაბა (90. პფაიფერი), მაბილი (63. ანდერსონი).
ლივერპული (4-3-3): კელეჰერი – ალექსანდერ-არნოლდი, რ. უილიამსი, ფაბინიო (46. კუმეტიო), ციმიკასი (61. რობერტსონი) – კეიტა (62. ჰენდერსონი), კლარკსონი – დიოგო ჟოტა (87. მანე) – სალაჰი, მინამინო, ორიჯი (71. რობერტო ფირმინო).
- ლივერპული – 13 (10-3)
- ატალანტა – 11 (10-8)
- აიაქსი – 7 (7-7)
4. მიდტიულანდი – 2 (4-13)