ფაქტები
* მერვედფინალში გავიდნენ: „ბაიერნი“, „ატლეტიკო“, „რეალი“, „გლადბახი“, „მანჩესტერ სიტი“, „პორტუ“, „ლივერპული“, „ატალანტა“, „ჩელსი“, „სევილია“, „დორტმუნდი“, „ლაციო“, „იუვენტუსი“, „ბარსელონა“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ლაიპციგი“.
* ქარიმ ბენზემამ 50-ე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ის მხოლოდ მეხუთე ფეხბურთელია, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. მანამდე ეს შეძლეს – ლიონელ მესიმ (71), კრიშტიანო რონალდომ (67), რაულმა (53) და რუუდ ვან ნისტელროიმ (50).
* ბენზემამ 527-ე მატჩი ჩაატარა „რეალის“ შემადგენლობაში. ეს ლეგიონერებისთვის საკლუბო რეკორდის გამეორებაა, რომელიც რობერტო კარლოსს ეკუთვნის.
* „შახტარმა“ ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ „რეალის“ კარში შეძლო გოლების გატანა.
* „ინტერმა“ 21 დარტყმა შეასრულა „შახტარის“ კარის მიმართულებით.
* „გლადბახი“ XXI საუკუნეში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.
რეალი-გლადბახი 2:0
გოლები: 1:0 ბენზემა (9), 2:0 ბენზემა (32)
რეალი (4-3-3): კურტუა – ლუკას ვასკესი, სერხიო რამოსი, ვარანი, მენდი – კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი – როდრიგო (74. არიბასი), ბენზემა, ჟუნიორ ვინისიუსი (74. მარკო ასენსიო).
გლადბახი (4-1-2-1-2): ზომერი – ლენერი, გინტერი, ელვედი, ვენდტი (46. ლაზარო) – კრამერი (85. ბენეში) – ტურამი (85. ჰერმანი), ნიოჰაუსი – შტინდლი (85. ვოლფი) – პლეა, ემბოლო (46. ზაკარია).
ინტერი-შახტარი 0:0
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი – შკრინიარი, დე ვრი, ბასტონი (86. დ’ამბროზიო) – ჰაკიმი (85. დარმიანი), ბარელა, ბროზოვიჩი, გალიარდინი (75. სანჩესი), იანგი (68. პერიშიჩი) – ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი (85. ერიქსენი).
შახტარი (4-3-3): ტრუბინი – დოდო, ბონდარი, ვიტაო (36. ხოჭოლავა), მატვიენკო – კოვალენკო, სტეპანენკო, მაიკონი – ტეტე (65. სოლომონი), მარლოში (64. ალან პატრიკი), ტაისონი (86. დენტინიო).
- რეალი – 10 (11-9)
- გლადბახი – 8 (16-9)
- შახტარი – 8 (5-12)
4. ინტერი – 6 (7-9)