ჩემპიონთა ლიგა, VI ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგა, VI ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)

ფაქტები

* მერვედფინალში გავიდნენ: ბაიერნი, ატლეტიკო, რეალი, გლადბახი, მანჩესტერ სიტი, პორტუ, ლივერპული, ატალანტა, ჩელსი, სევილია, დორტმუნდი, ლაციო, იუვენტუსი, ბარსელონა, პარი სენ-ჟერმენი, ლაიპციგი.

* ქარიმ ბენზემამ 50-ე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ის მხოლოდ მეხუთე ფეხბურთელია, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. მანამდე ეს შეძლეს – ლიონელ მესიმ (71), კრიშტიანო რონალდომ (67), რაულმა (53) და რუუდ ვან ნისტელროიმ (50).

* ბენზემამ 527-ე მატჩი ჩაატარა რეალის შემადგენლობაში. ეს ლეგიონერებისთვის საკლუბო რეკორდის გამეორებაა, რომელიც რობერტო კარლოსს ეკუთვნის.

* შახტარმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ რეალის კარში შეძლო გოლების გატანა.

* ინტერმა 21 დარტყმა შეასრულა შახტარის კარის მიმართულებით.

* გლადბახი XXI საუკუნეში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.

 

რეალი-გლადბახი         2:0

გოლები: 1:0 ბენზემა (9), 2:0 ბენზემა (32)

რეალი (4-3-3): კურტუა – ლუკას ვასკესი, სერხიო რამოსი, ვარანი, მენდი – კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი – როდრიგო (74. არიბასი), ბენზემა, ჟუნიორ ვინისიუსი (74. მარკო ასენსიო).

გლადბახი (4-1-2-1-2): ზომერი – ლენერი, გინტერი, ელვედი, ვენდტი (46. ლაზარო) – კრამერი (85. ბენეში) – ტურამი (85. ჰერმანი), ნიოჰაუსი – შტინდლი (85. ვოლფი) – პლეა, ემბოლო (46. ზაკარია).

 

ინტერი-შახტარი           0:0

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი – შკრინიარი, დე ვრი, ბასტონი (86. დ’ამბროზიო) – ჰაკიმი (85. დარმიანი), ბარელა, ბროზოვიჩი, გალიარდინი (75. სანჩესი), იანგი (68. პერიშიჩი) – ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი (85. ერიქსენი).

შახტარი (4-3-3): ტრუბინი – დოდო, ბონდარი, ვიტაო (36. ხოჭოლავა), მატვიენკო – კოვალენკო, სტეპანენკო, მაიკონი – ტეტე (65. სოლომონი), მარლოში (64. ალან პატრიკი), ტაისონი (86. დენტინიო).

  1. რეალი – 10 (11-9)
  2. გლადბახი – 8 (16-9)
  3. შახტარი – 8 (5-12)

4. ინტერი – 6 (7-9)