ფაქტები
* “რეალის” ფორვარდმა ქარიმ ბენზემა 124-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე. ის დაეწია პოლ სქოულზს და მასთან ყველა დროის სიაში მეათე ადგილს იყოფს. TOP10-ში ასევე შედიან: იკერ კასილიასი (177 მატჩი), კრიშტიანო რონალდო (172), ჩავი (151), ლიონელ მესი (146), რაული (142), რაიან გიგზი (141), ანდრეს ინიესტა (130), სერხიო რამოსი (126) და კლარენს ზეედორფი (125).
* “რეალმა” ხუთ ტურში ცხრა გოლი გაუშვა, რაც საკლუბო ანტირეკორდია.
* “შახტარი” მეხუთე გუნდია ტურნირის ისტორიაში, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ დაამარცხა “რეალი”. მანამდე ეს შეძლეს: ცსკა-მ (2018/19), “იუვენტუსმა” (2008/09), “ბაიერნმა” (1999/00) და “აიაქსმა” (1995/96).
* რომელუ ლუკაკუმ “ინტერის” შემადგენლობაში ევროთასებზე 15 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.
შახტარი-რეალი 2:0
გოლები: 1:0 დენტინიო (57), 2:0 სოლომონი (82)
შახტარი (4-2-3-1): ტრუბინი – დოდო, ვიტაო, ბონდარი, მატვიენკო – კოვალენკო (85. ალან პატრიკი), სტეპანენკო – ტეტე, მარლოში (73. მაიკონი), ტაისონი (74. სოლომონი) – მორაეში (25. დენტინიო/85. ფერნანდო).
რეალი (4-3-3): კურტუა – ლუკას ვასკესი, ვარანი, ნაჩო, მენდი – მოდრიჩი, კროოსი, ედეგორი (77. ისკო) – როდრიგო (77, ჟუნიორ ვინისიუსი), ბენზემა (77. მარიანო), მარკო ასენსიო.
გლადბახი-ინტერი 2:3
გოლები: 0:1 დარმიანი (17), 1:1 პლეა (45+1), 1:2 ლუკაკუ (64), 1:3 ლუკაკუ (73), 2:3 პლეა (76)
გლადბახი (4-3-1-2): ზომერი – ლენერი, იანტჩკე (46. ზაკარია), გინტერი, ვენდტი (78. ვოლფი) – ლაზარო, კრამერი, ნიოჰაუსი – შტინდლი (70. ემბოლო) – ტურამი, პლეა.
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი – შკრინიარი, დე ვრი, ბასტონი – დარმიანი (60. ჰაკიმი), ბარელა, ბროზოვიჩი, გალიარდინი, იანგი (87. პერიშიჩი) – ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი (71. სანჩესი).
- გლადბახი – 8 (16-7)
- შახტარი – 7 (5-12)
- რეალი – 7 (9-9)
- ინტერი – 5 (7-9)
ბოლო ტური. 10. დეკემბერი. რეალი-გლადბახი, ინტერი-შახტარი.