ჩემპიონთა ლიგა, V ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგა, V ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)

ფაქტები

* “რეალის” ფორვარდმა ქარიმ ბენზემა 124-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე. ის დაეწია პოლ სქოულზს და მასთან ყველა დროის სიაში მეათე ადგილს იყოფს. TOP10-ში ასევე შედიან: იკერ კასილიასი (177 მატჩი), კრიშტიანო რონალდო (172), ჩავი (151), ლიონელ მესი (146), რაული (142), რაიან გიგზი (141), ანდრეს ინიესტა (130), სერხიო რამოსი (126) და კლარენს ზეედორფი (125).

* “რეალმა” ხუთ ტურში ცხრა გოლი გაუშვა, რაც საკლუბო ანტირეკორდია.

* “შახტარი” მეხუთე გუნდია ტურნირის ისტორიაში, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ დაამარცხა “რეალი”. მანამდე ეს შეძლეს: ცსკა-მ (2018/19), “იუვენტუსმა” (2008/09), “ბაიერნმა” (1999/00) და “აიაქსმა” (1995/96).

* რომელუ ლუკაკუმ “ინტერის” შემადგენლობაში ევროთასებზე 15 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

 

შახტარი-რეალი       2:0

გოლები: 1:0 დენტინიო (57), 2:0 სოლომონი (82)

შახტარი (4-2-3-1): ტრუბინი – დოდო, ვიტაო, ბონდარი, მატვიენკო – კოვალენკო (85. ალან პატრიკი), სტეპანენკო – ტეტე, მარლოში (73. მაიკონი), ტაისონი (74. სოლომონი) – მორაეში (25. დენტინიო/85. ფერნანდო).

რეალი (4-3-3): კურტუა – ლუკას ვასკესი, ვარანი, ნაჩო, მენდი – მოდრიჩი, კროოსი, ედეგორი (77. ისკო) – როდრიგო (77, ჟუნიორ ვინისიუსი), ბენზემა (77. მარიანო), მარკო ასენსიო.

გლადბახი-ინტერი   2:3

გოლები: 0:1 დარმიანი (17), 1:1 პლეა (45+1), 1:2 ლუკაკუ (64), 1:3 ლუკაკუ (73), 2:3 პლეა (76)

გლადბახი (4-3-1-2): ზომერი – ლენერი, იანტჩკე (46. ზაკარია), გინტერი, ვენდტი (78. ვოლფი) – ლაზარო, კრამერი, ნიოჰაუსი – შტინდლი (70. ემბოლო) – ტურამი, პლეა.

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი – შკრინიარი, დე ვრი, ბასტონი – დარმიანი (60. ჰაკიმი), ბარელა, ბროზოვიჩი, გალიარდინი, იანგი (87. პერიშიჩი) – ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი (71. სანჩესი).

  1. გლადბახი – 8 (16-7)
  2. შახტარი – 7 (5-12)
  3. რეალი – 7 (9-9)
  4. ინტერი – 5 (7-9)

 

ბოლო ტური. 10. დეკემბერი. რეალი-გლადბახი, ინტერი-შახტარი.

დატოვე კომენტარი