ჩემპიონთა ლიგა | შვიდწლიანი პაუზის შემდეგ – საქართველოს ჩემპიონმა პირველი ეტაპი გადალახა #1TVSPORT

21:55, 14.07.2026

თბილისის „იბერიამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ესტონური „ფლორა“ ვერ დაამარცხა 2:2, მაგრამ ორი მატჩის ჯამში (2:2, 3:2) პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელმაც ბოლო შვიდ წელიწადში ეს ბარიერი დაძლია.

საქართველოს ჩემპიონმა ტალინში პირველი მატჩი 3:2 მოიგო და წყვილის ფავორიტად ითვლებოდა. თუმცა საპასუხო შეხვედრამდე ანდრეი დემჩენკოს გუნდს მნიშვნელოვანი მოთამაშე დააკლდა – 17 წლის ტალანტი ანდრია ბართიშვილი, მიზეზი კი ვარჯიშზე მიღებული ტრავმა აღმოჩნდა. ანდრიას კოჭი დაუზიანდა.

„იბერიამ“ შესანიშნავად დაიწყო და პირველივე ტაიმში ორი გოლის გატანა შეძლო. მე-13 წუთზე ანგარიში ნიკა სიხარულაშვილმა თავური დარტყმით გახსნა. 36-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და თბილისელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში „იბერიამ“ მესამეც გაიტანა. 47-ე წუთზე კონტრშეტევა ძალიან ლამაზი დარტყმით ნაჭყებიამ დააგვირგვინა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე დაუფიქსირა.

ამის შემდეგ „იბერიამ“ ორი გოლი გაუშვა. ესტონელებმა 69-ე წუთზე ტონი ვარიუნდის გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. 84-ე წუთზე კი მსაჯმა ჩვენს კარში პენალტი დანიშნა, რომელიც რაინო საპინენმა გამოიყენა და 2:2.

თბილისის „იბერია 1999“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანს“ შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, გუნდი ავტომატურად გადადის ევროპალიგის პლეიოფში და კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპს ავტომატურად ინაღდებს. საქართველოს ჩემპიონი მარცხის შემთხვევაშიც გააგრძელებს ევროტურნირებს – კონფერენსლიგის პლეიოფში.

მსგავსი