ჩემპიონთა ლიგა | „რეალმა“ ყაზახეთში დიდი ანგარიშით მოიგო, მბაპემ ჰეთთრიკი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | „რეალმა“ ყაზახეთში დიდი ანგარიშით მოიგო, მბაპემ ჰეთთრიკი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* კილიან მბაპეს მიმდინარე სეზონის 9 მატჩში 14 ქულა (13+1) აქვს.

* მბაპეს ჩემპიონთა ლიგაზე 60 გოლი დაუგროვდა და თომას მიულერს გაუსწრო. ფრანგზე წინ არიან რაული (71), ქარიმ ბენზემა (90), რობერტ ლევანდოვსკი (105), ლიონელ მესი (129) და კრიტიანო რონალდო (140).

* მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამ მაჩვენებლით ის ბენზემას დაეწია და მხოლოდ ლევანდოვსკის (6), კრიშტიანო რონალდოსა (8) და მესის (8) ჩამორჩება.

* „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი სამი გოლი პენალტით გაიტანა – სამივე მბაპემ.

* „რეალმა“ სეზონში 9-დან 8 მატჩი მოიგო.

* ჩაბი ალონსომ „რეალის“ მთავარი მწვრთნელის რანგში 15-დან 12 მატჩი მოიგო.

 

ქაირათი-რეალი                0:5

გოლები: 0:1 მბაპე (25-პენ), 0:2 მბაპე (52), 0:3 მბაპე (74), 0:4 კამავინგა (83), 0:5 ბრაიმ დიასი (90+3)

ქაირათი: კალმურზა, ტაპალოვი (64. სტანოევი), მარტინოვიჩი, სოროკინი, ლუიშ მატა, მრინსკი, კასაბულატი, არადი (64. ბაიბეკი), გრომიკო (80. ზარია), ჟორჟინიო (64. ედმილსონ სანტოსი), სატპაევი (80. რიკარდინიო).

რეალი: კურტუა, ასენსიო, ჰუისენი, ალაბა, ფრან გარსია, მასტანტუონო (70. როდრიგო), სებალიოსი, ჩუამენი (80. კამავინგა), ვინისიუსი (70. დიასი), არდა გიულერი (80. ბელინგემი), მბაპე (81. გონსალო გარსია).