ჩემპიონთა ლიგა - პორტუ-ლივერპული 0:5
ჩემპიონთა ლიგა - პორტუ-ლივერპული 0:5

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი ინგლისურმა კლუბებმა შთამბეჭდავად დაიწყეს. ოთხშაბათს “ლივერპულმა” “პორტუს” ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა,  აქედან სამი სენეგალელი სადიო მანეს ანგარიშზეა. კიდევ ორი ბურთი მოჰამედ სალაჰმა და რობერტო ფირმინომ გაიტანეს.

სამშაბათს კი “მანჩესტერ სიტიმ” სტუმრად 4:0 მოუგო “ბაზელს”, ხოლო “ტოტენჰემმა” ტურინში 2:2 ითამაშა “იუვენტუსთან”.

სადიო მანე გახდა “ლივერპულის” მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკი შეასრულა. მანამდე ეს შეძლეს მაიკლ ოუენმა, იოსი ბენაიუნმა და ფილიპე კოუტინიომ.

“ლივერპულს” ამ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 28 გოლი დაუგროვდა, რაც ყველაზე მეტია ყველა მონაწილეს შორის.