ჩემპიონთა ლიგა - „ლივერპულმა" შინ ვერ მოუგო „პორტუს", მაგრამ მეოთხედფინალშია
ჩემპიონთა ლიგა - „ლივერპულმა" შინ ვერ მოუგო „პორტუს", მაგრამ მეოთხედფინალშია

​ჩემპიონთა ლიგის მეორე მეოთხედფინალისტი გახდა „ლივერპული”, რომელსაც პირველი მატჩის შემდეგ ჰქონდა გარკვეული „პორტუსთან” ორმატჩიანი დუელის ბედი. ინგლისელებმა პირველი შეხვედრა პორტუგალიაში 5:0 მოიგეს.

ამ შედეგმა უარყოფითი გავლენა იქონია განმეორებითი მატჩის ხარისხზე, მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თითქმის პირველი შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე.
ინგლისელებს ჰქონდათ რამდენიმე სახიფათო მომენტი, მაგრამ “პორტუ” ხან ძელმა გადაარჩინა და ხან იკერ კასილიასმა, რომელმაც სექტემბრის შემდეგ, პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე. ეს მისი 167-ე მატჩი იყო ამ ტურნირზე და ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენია.

საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა და „ლივერპულმა” ორი მატჩის ჯამში 5:0 მოიგო.

დატოვე კომენტარი