ჩემპიონთა ლიგა - ლივერპული-პორტუ 2:0
ჩემპიონთა ლიგა - ლივერპული-პორტუ 2:0
  •  „ლივერპულს” შვიდჯერ უთამაშია „პორტუს” წინააღმდეგ და არც ერთხელ არ წაუგია – +4=3-0.
  •  რობერტო ფირმინოს ჩემპიონთა ლიგაზე 11 საშინაო მატჩში 12 გოლში მიიღო მონაწილეობა – შვიდი გოლი და ხუთი პასი.
  •  ნაბი კეიტას პირველ ტაიმში გოლის გარდა, ექვსი წარმატებული ართმევა ჰქონდა.
  •  ჩემპიონთა ლიგაზე რობერტო ფირმინოს 13 გოლი დაუგროვდა – იმდენი, რამდენიც მანესა და სალაჰს აქვთ. ამ ტრიოს მხოლოდ სტივენ ჯერარდი უსწრებს 21 გოლით.

ლივერპული-პორტუ 2:0
გოლები: 1:0 კეიტა (5), 2:0 რობერტო ფირმინო (26)
ლივერპული: ალისონიალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დიიკი, მილნერიჰენდერსონი, ფაბინიო, კეიტა – სალაჰი, რობერტო ფირმინო (82. სტარიჯი), მანე (73. ორიჯი).
პორტუ: კასილიასი – მაქსი პერეირა (77. ფერნანდო), ფელიპე, მილიტაო, ტელიესიკორონა, დანილო პერეირა, ტორესი (73. ბრუნო კოშტა), ოტავიო – მარეგა, სოარეში (62. ბრაჰიმი).