ჩემპიონთა ლიგა | კვარაცხელია დაასვენეს – პსჟ-მა „სლოვანი“ დაამარცხა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ შეხვედრაში ბრატისლავის „სლოვანს“ უმასპინძლა და დიდი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა – 6:1.
ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც შეხვედრამდე ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს, სათადარიგო იყო და მოედანზე შეცვლაზეც არ შესულა – ლუის ენრიკემ საქართველოს ნაკრების კაპიტანი დაასვენა, ისევე როგორც მარკინოსი, დეზირე დუე, ჟოაო ნევეში და ზაირ-ემერი.
მატჩს ორი გმირი ჰყავდა – ფერან ტორესმა, ჰეთთრიქის (31, 47, 57) გარდა, ანგარიშზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა, უსმან დემბელემ დუბლს (17, 23) ორი საგოლე გადაცემა დაუმატა, ერთი გოლიც ფაბიან რუისის (88) ანგარიშზეა.
„ლივერპულმა“ „ენფილდზე“ მადრიდის „ატლეტიკოს“ 2:1 სძლია. გიორგი მამარდაშვილიც სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია.