ჩემპიონთა ლიგა - კრიშტიანო მანჩესტერში ბრუნდება | III ტურის წინ
ჩემპიონთა ლიგა - კრიშტიანო მანჩესტერში ბრუნდება | III ტურის წინ

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტური იწყება. სამშაბათს, მატჩები გაიმართება E, F, G და H ჯგუფებში. ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს მატჩი მანჩესტერში, სადაც ადგილობრივი „იუნაიტედი“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. შესაბამისად, კრიშტიანო რონალდო და პოლ პოგბა თავიანთი ყოფილი გუნდების წინააღმდეგ ითამაშებენ.

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „იუვენტუსის“ ურთიერთდაპირისპირებების ისტორიაში თანაფარდობაა – გუნდები 12-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ხუთ-ხუთ მატჩი მოიგეს, ორი კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდებაც თანაბარია – 15:15.

მასპინძლებს დააკლდებათ ალექსის სანჩესი, ჯესი ლინგარდი და მარკოს როხო. საეჭვოა მარკუს რაშფორდის, მარუან ფელაინისა და დიოგო დალოტის თამაში.

„იუვენტუსში“ გამოირიცხა მარიო მანჯუკიჩის თამაში. ამას ემატება სამი ხედირასა და დანიელე რუგანის ტრავმები. დისკვალიფიხირებულია ლეონარდო სპინაცოლა.

E ჯგუფი
აეკ-ბაიერნი (20:55)
აიაქსი-ბენფიკა (23:00)

1. აიაქსი – 4 ქულა
2. ბაიერნი – 4
3. ბენფიკა – 3
4. აეკ – 0

F ჯგუფი
ჰოფენჰაიმი-ლიონი (23:00)
შახტარი-მანჩესტერ სიტი (23:00)

1. ლიონი – 4 ქულა
2. მანჩესტერ სიტი – 3
3. შახტარი – 2
4. ჰოფენჰაიმი – 1

G ჯგუფი
რომა-ცსკა (23:00)
რეალი-პლზენი (23:00)

1. ცსკა – 4 ქულა
2. რეალი – 3
3. რომა – 3
4. პლზენი – 1

H ჯგუფი
იანგ ბოიზი-ვალენსია (20:55)
მანჩესტერ იუნაიტედი-იუვენტუსი (23:00)

1. იუვენტუსი – 6 ქულა
2. მანჩესტერ იუნ – 4
3. ვალენსია – 1
4. იანგ ბოიზი – 0