ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, II ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, II ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „არსენალის“ შემტევი ბუკაიო საკა ამ სეზონში პირველია TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებში, რომელმაც ხუთი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მან საგოლე პასი გაუკეთა გაბრიელ ჟესუსს.

* „არსენალმა“ სეზონში პირველად წააგო, სტუმრად კი პირველად დაკარგა ქულები.

* „არსენალმა“ შეწყვიტა ჯგუფურ ეტაპზე 9-მატჩიანი წაუგებელი სერია.

* „ლანსი“ პირველი ფრანგული გუნდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც შინ მოუგო „არსენალს“.

* „ლანსი“ არასოდეს დამარცხებულა „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგაზე – 2 მოგება, 1 ფრე.

* „ლანსმა“ ზედიზედ მესამე ოფიციალური მატჩი მოიგო.

* „სევილიის“ მცველი სერხიო რამოსი (37 წლის, 187 დღის) ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

 

ლანსი-არსენალი             2:1

გოლები: 0:1 გაბრიელ ჟესუსი (14), 1:1 ტომასონი (25), 2:1 ვაჰი (69)

 

ეინდჰოვენი-სევილია     2:2

გოლები: 0:1 გუდელი (68), 1:1 ლ. დე იონგი (86-პენ), 1:2 ენ-ნესირი (87), 2:2 ტეზე (90)

 

1. ლანსი 2 1 1 0 3:2 4
2. არსენალი 2 1 0 1 5:2 3
3. სევილია 2 0 2 0 3:3 2
4. ეინდჰოვენი 2 0 1 1 2:6 1