ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, II ტური – B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „არსენალის“ შემტევი ბუკაიო საკა ამ სეზონში პირველია TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებში, რომელმაც ხუთი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მან საგოლე პასი გაუკეთა გაბრიელ ჟესუსს.
* „არსენალმა“ სეზონში პირველად წააგო, სტუმრად კი პირველად დაკარგა ქულები.
* „არსენალმა“ შეწყვიტა ჯგუფურ ეტაპზე 9-მატჩიანი წაუგებელი სერია.
* „ლანსი“ პირველი ფრანგული გუნდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც შინ მოუგო „არსენალს“.
* „ლანსი“ არასოდეს დამარცხებულა „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგაზე – 2 მოგება, 1 ფრე.
* „ლანსმა“ ზედიზედ მესამე ოფიციალური მატჩი მოიგო.
* „სევილიის“ მცველი სერხიო რამოსი (37 წლის, 187 დღის) ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ლანსი-არსენალი 2:1
გოლები: 0:1 გაბრიელ ჟესუსი (14), 1:1 ტომასონი (25), 2:1 ვაჰი (69)
ეინდჰოვენი-სევილია 2:2
გოლები: 0:1 გუდელი (68), 1:1 ლ. დე იონგი (86-პენ), 1:2 ენ-ნესირი (87), 2:2 ტეზე (90)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ლანსი | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 |
| 2. არსენალი | 2 | 1 | 0 | 1 | 5:2 | 3 |
| 3. სევილია | 2 | 0 | 2 | 0 | 3:3 | 2 |
| 4. ეინდჰოვენი | 2 | 0 | 1 | 1 | 2:6 | 1 |