ჩემპიონთა ლიგა | „იბერიამ“ ესტონეთში „ფლორა“ დაამარცხა #1TVSPORT

22:06, 08.07.2026

თბილისის „იბერიამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტალინში „ფლორა“ 3:2 დაამარცხა.

თბილისელებმა შეხვედრა შესანიშნავად დაიწყეს და მე-18 წუთზე ანგარიში გახსნეს. „იბერია“ ზვიად ნაჭყებიამ დააწინაურა. მე-20 წუთზე კი მასპინძელთა კარში ანდრია ბართიშვილის წაქცევისთის დანიშნული პენალტი გიორგი ჯინჯოლავამ გამოიყენა და გუნდი ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა.

28-ე წუთზე ესტონელებმა სხვაობა შეამცირეს. თბილისელთა კარი შორეული დარტყმით „ფლორას“ ნახევარმცველმა ვლადისლავ კრეიდამ აიღო.

მე-60 წუთზე ესტონელების მდგომარეობა დამძიმდა, რადგან არბიტრმა მათი ნახევარმცველი აირონ კოლო მოედნიდან გააძევა. კაცნაკლულმა ესტონელებმა იბრძოლეს და სანდერ ალამას გოლით წონასწორობა აღადგინეს. თუმცა, ორ წუთში „იბერია“ ბაქარ ქარდავას გოლით ისევ დაწინაურდა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.

ქართულ-ესტონური დაპირისპირების გამარჯვებული 14 ივლისს გაირკვევა. საპასუხო შეხვედრაში „იბერია“ ტალინურ გუნდს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ რვაწლიანი პუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონს პირველად აქვს რეალური შანსი, ტურნირის მეორე ეტაპზე გავიდეს.

მსგავსი