ჩემპიონთა ლიგა. I ტური. A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგა. I ტური. A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)

ფაქტები

* ლოკომოტივმა ევროთასებზე ბოლო 15 მატჩში ორი მოიგო და 12-ჯერ დამარცხდა.

* ბაიერნმა ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით მე-20 მატჩში გაიტანა მინიმუმ ოთხი გოლი.

* შეწყდა რობერტ ლევანდოვსკის სერია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ ცხრა მატჩში იტანდა გოლს (17 გოლი).

* ატლეტიკომ 2014 წლის შემდეგ, პირველად გაუშვა პირველ ტაიმში ორი გოლი.

* ატლეტიკომ დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით მეორედ წააგო 0:4. პირველად 2018 წელს, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის წინააღმდეგ.

 

ზალცბურგი-ლოკომოტივი       2:2

გოლები: 0:1 ედერი (19), 1:1 შობოშლაი (45), 2:1 იუნუზოვიჩი (45), 2:2 ლისაკოვიჩი (75)

ზალცბურგი (4-4-2): სტანკოვიჩი – ვალჩი, ანდრე რამალიო, ვობერი, ულმერი – მვეპუ, იუნუზოვიჩი (84. ოკაფორი), კამარა (73. ოკუგავა), შობოშლაი – დაკა, კოიტა (53. ბერიშა).

ლოკომოტივი (4-4-2): გილერმე – ჟივოგლიადოვი, სერკეირა პაიმი, ჩორლუკა, რიბუსი – ჟემალეტდინოვი (63. კამანო), კრიხოვიაკი, კულიკოვი, ან. მირანჩუკი (69. ლისაკოვიჩი) – ედერი (69. ზე ლუიში), სმოლოვი (63. რიბჩინსკი).

 

ბაიერნი-ატლეტიკო 4:0

გოლები: 1:0 კომანი (28), 2:0 გორეტცკა (41), 3:0 ტოლისო (66), 4:0 კომანი (72)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი – პავარი (73. სარი), ზიულე, ალაბა, ერნანდესი – კიმიხი, გორეტცკა (83. ხავი მარტინესი) – მიულერი (83. დევისი), ტოლისო, კომანი (73. დუგლას კოშტა) – ლევანდოვსკი (83. შუპო-მოტინგი).

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი – ტრიპიერი, სავიჩი, ფელიპე, რენან ლოდი – ლორენტე (79. ლემარი), ერერა, კოკე (80. ტორეირა), ფერეირა კარასკო (76. ვიტოლო) – სუარესი (76. კორეა), ჟოაო ფელიქსი.

დატოვე კომენტარი