ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება - 2020/2021 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპი სტარტს დღეს აიღებს
ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება - 2020/2021 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპი სტარტს დღეს აიღებს

პანდემიის მიუხედავად, უეფა-მ ოქტომბრიდან გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრების უფლება მისცა – ტრიბუნების მაქსიმუმ 30%-ით შევსება იქნება შესაძლებელი. წინასწარი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კორონავირუსის ინფექციის საგრძნობლად მატებასთან დაკავშირებით, პირველ ტურში 16-დან მხოლოდ 7 სტადიონზე დაუშვებენ ფანებს.

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს რვა შეხვედრა გაიმართება. ყველაზე მეტ გულშემატკივარს უკრაინის დედაქალაქში ელიან, სადაც „დინამოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა გაიმართება. მატჩს 20 ათას ადამიანზე მეტი დაესწრება. ინგლისში და ესპანეთში მაყურებელი მატჩებს ვერ დაესწრება. ტურის ცენტრალური დაპირისპირება პარიზში გაიმართება, სადაც „პარი სენ-ჟერმენი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუხვდება. შეხვედრა უმაყურებლოდ ჩაივლის. არანაკლებად საინტერესო უნდა გამოვიდეს მატჩი ლონდონში „ჩელსისა“ და „სევილიას“ შორის.

დღეს გასამართი დანარჩენი შეხვედრები: „ზენიტი“-„ბრიუგე“,„ბარსელონა“-„ფერენცვაროში“,„ლაციო“-„დორტმუნდი“,„ლაიფციგი“-„ბასაკშეჰირი“, „რენი“-„კრასნოდარი“. მატჩები კიევსა და სანქტ-პეტერბურგში თბილისის დროით 20.55 საათზე დაიწყება, ხოლო დანარჩენი ექვსი დაპირისპირება 23.00 საათზე.