ჩემპიონთა ლიგა | „ატლეტიკომ“ „აინტრახტს“ 5 გოლი გაუტანა, გრიზმანმა მე-200 გოლი იზეიმა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ატლეტიკოს“ ზედიზედ სამი მოგება აქვს ბურთების სხვაობით – 13:5.
* ანტუან გრიზმანმა „ატლეტიკოში“ მე-200 გოლი გაიტანა. ფრანგი საუკეთესო ბომბარდირია მადრიდული კლუბის ისტორიაში. მეორეა ლუის არაგონესი 172 გოლით.
* გრიზმანს ჩემპიონთა ლიგაზე 50 გოლი დაუგროვდა, რაც მეოთხე შედეგია ფრანგ ფეხბურთელებს შორის ბენზემას, მბაპესა და ანრის შემდეგ.
* ხულიან ალვარესს სამ მატჩში რვა შედეგიანი მოქმედება აქვს.
* რასპადორის გოლი მე-200 იყო „ატლეტიკოსთვის“ ჩემპიონთა ლიგაზე.
* „აინტრახტის“ მონაწილეობით ბოლო ოთხ მატჩში 29 გოლი გავიდა.
ატლეტიკო-აინტრახტი 5:1
გოლები: 1:0 რასპადორი (4), 2:0 ლე ნორმანი (33), 3:0 გრიზმანი (45+1), 3:1 ბურკარდტი (57), 4:1 სიმეონე (70), 5:1 ალვარესი (82-პენ)