ჩემპიონთა ლიგა 2025-26 | პსჟ პლეი ოფში „მონაკოს“ ან „ყარაბაღს“ შეხვდება #1TVSPORT
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების გათამაშების ძირითადი ეტაპი, რის შემდეგაც პირდაპირ 1/8-ფინალში გავიდნენ: „არსენალი“, „ბაიერნი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“, „სპორტინგი“ და „მანჩესტერ სიტი“.
მერვედფინალში გადასასვლელ პლეი ოფში ითამაშებენ: „რეალი“, „ინტერი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ნიუკასლი“, „იუვენტუსი“, „ატლეტიკო“, „ატალანტა“, „ლევერკუზენი“, „დორტმუნდი“, „ოლიმპიაკოსი“, „ბრიუგე“, „გალათასარაი“, „მონაკო“, „ყარაბაღი“, „ბოდო გლიმტი“ და „ბენფიკა“.
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება:
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. არსენალი | 8 | 8 | 0 | 0 | 23:04 | 24 |
| 2. ბაიერნი | 8 | 7 | 0 | 1 | 22:08 | 21 |
| 3. ლივერპული | 8 | 6 | 0 | 2 | 20:08 | 18 |
| 4. ტოტენჰემი | 8 | 5 | 2 | 1 | 17:07 | 17 |
| 5. ბარსელონა | 8 | 5 | 1 | 2 | 22:14 | 16 |
| 6. ჩელსი | 8 | 5 | 1 | 2 | 17:10 | 16 |
| 7. სპორტინგი | 8 | 5 | 1 | 2 | 17:11 | 16 |
| 8. მანჩესტერ სიტი | 8 | 5 | 1 | 2 | 15:09 | 16 |
| 9. რეალი | 8 | 5 | 0 | 3 | 21:12 | 15 |
| 10. ინტერი | 8 | 5 | 0 | 3 | 15:07 | 15 |
| 11. პსჟ | 8 | 4 | 2 | 2 | 21:11 | 14 |
| 12. ნიუკასლი | 8 | 4 | 2 | 2 | 17:07 | 14 |
| 13. იუვენტუსი | 8 | 3 | 4 | 1 | 14:10 | 13 |
| 14. ატლეტიკო | 8 | 4 | 1 | 3 | 17:15 | 13 |
| 15. ატალანტა | 8 | 4 | 1 | 3 | 10:10 | 13 |
| 16. ლევერკუზენი | 8 | 3 | 3 | 2 | 13:14 | 12 |
| 17. დორტმუნდი | 8 | 3 | 2 | 3 | 19:17 | 11 |
| 18. ოლიმპიაკოსი | 8 | 3 | 2 | 3 | 10:14 | 11 |
| 19. ბრიუგე | 8 | 3 | 1 | 4 | 15:17 | 10 |
| 20. გალათასარაი | 8 | 3 | 1 | 4 | 9:11 | 10 |
| 21. მონაკო | 8 | 2 | 4 | 2 | 8:14 | 10 |
| 22. ყარაბაღი | 8 | 3 | 1 | 4 | 13:21 | 10 |
| 23. ბოდო გლიმტი | 8 | 2 | 3 | 3 | 14:15 | 9 |
| 24. ბენფიკა | 8 | 3 | 0 | 5 | 10:12 | 9 |
| 25. მარსელი | 8 | 3 | 0 | 5 | 11:14 | 9 |
| 26. პაფოსი | 8 | 2 | 3 | 3 | 8:11 | 9 |
| 27. უნიონი | 8 | 3 | 0 | 5 | 8:17 | 9 |
| 28. ეინდჰოვენი | 8 | 2 | 2 | 4 | 16:16 | 8 |
| 29. ბილბაო | 8 | 2 | 2 | 4 | 9:14 | 8 |
| 30. ნაპოლი | 8 | 2 | 2 | 4 | 9:15 | 8 |
| 31. კოპენჰაგენი | 8 | 2 | 2 | 4 | 12:21 | 8 |
| 32. აიაქსი | 8 | 2 | 0 | 6 | 8:21 | 6 |
| 33. აინტრახტი | 8 | 1 | 1 | 6 | 10:21 | 4 |
| 34. სლავია | 8 | 0 | 3 | 5 | 5:19 | 3 |
| 35. ვილიარეალი | 8 | 0 | 1 | 7 | 5:18 | 1 |
| 36. ქაირათი | 8 | 0 | 1 | 7 | 7:22 | 1 |
30 იანვარს გაიმართება პლეი ოფის წილისყრა, რომელიც ბოლომდე „ბრმა“ არ იქნება, რადგან თითოეული გუნდის გზის კონტურები არსებობს.
არსებობს პლეი ოფის ასეთი სავარაუდო წყვილები:
- „რეალი“ ან „ინტერი“ – „ბოდო გლიმტი“ ან „ბენფიკა“
- პსჟ ან ნიუკასლი – „მონაკო“ ან „ყარაბახი“
- „იუვენტუსი“ ან „ატლეტიკო“ – „ბრიუგე“ ან „გალათასარაი“
- „ატალანტა“ ან „ლევერკუზენი“ – „დორტმუნდი“ ან „ოლიმპიაკოსი“
ამგვარი განაწილება ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, მეცხრეადგილოსანი „რეალი“ შეხვდება 23-ე ან 24-ე გუნდს. „ინტერსაც“ მხოლოდ ეს ორი ვარიანტი აქვს.

მერვედფინალში გადასასვლელი პლეი ოფის პირველი მატჩები 17/18 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი – 24/25 თებერვალს.