ჩემპიონთა ლიგა 2025-26, პირველი ტური | „მანჩესტერ სიტიმ“ „ნაპოლის“ უშანსოდ მოუგო, ჰალანდმა ყველაზე სწრაფად გაიტანა ლიგაზე 50 გოლი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* ერლინგ ჰალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე გოლი გაიტანა. ნორვეგიელმა ამ ნიშნულს ისტორიაში ყველაზე სწრაფად მიაღწია – ამისთვის 49 მატჩი დასჭირდა. წინა რეკორდი რუუდ ვან ნისტელროის ეკუთვნოდა – 50 გოლი 62 მატჩში.
* ჰალანდი ჩემპიონთა ლიგაზე გოლების რაოდენობით ტიერი ანრის გაუთანაბრდა.
* ჰალანდს ახალ სეზონში კლუბსა და ნაკრებში შვიდ მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.
* „მანჩესტერ სიტის“ უპირატესობა დარტყმებში 23:1 (ზუსტი დარტყმები – 8:1) იყო.
* ფილ ფოდენმა „ნაპოლის“ წინააღმდეგ რვა საგოლე შანსი შექმნა.
* ერთწლიანი პაუზის შემდეგ როდრიმ პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე.
* „ნაპოლიმ“ სეზონში პირველად წააგო. მანამდე იტალიის ჩემპიონს ზედიზედ სამი მოგება ჰქონდა სერია A–ში.
* „მანჩესტერ სიტის“ სამი მოგება და ორი წაგება აქვს სეზონის ხუთ მატჩში.
მანჩესტერ სიტი-ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 ჰაალანდი (56), 2:0 დოკუ (65)
მანჩესტერ სიტი: დონარუმა, ო`რაილი, გვარდიოლი (80. აკე), რუბენ დიაში, ხუსანოვი, როდრი (60. ნიკო გონსალესი), დოკუ (69. სავინიო), ფოდენი, რეინდერსი (80. ლუისი), ბერნარდო სილვა, ჰალანდი (80. ბობი).
ნაპოლი: მილინკოვიჩ-სავიჩი, სპინაცოლა, ბუონჯორნო, ბეკემა, დი ლორენცო, ლობოტკა (71. გილმორი), მაკტომინეი, დე ბრუინი (26. ოლივერა), ზამბო ანგისა (71. ელმასი), პოლიტანო (55. ჟუან ჟესუსი), ჰოილუნდი (71. დავიდ ნერეში).
გაძევება: დი ლორენცო (21. ნაპოლი)