ჩემპიონთა ლიგა 2025-26, პირველი ტური | „ლივერპულმა“ ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო მე-80 წუთის შემდეგ გატანილი გოლით [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2025-26, პირველი ტური | „ლივერპულმა“ ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო მე-80 წუთის შემდეგ გატანილი გოლით [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* რობერტსონმა 2024 წლის მაისის შემდეგ პირველად გაიტანა კლუბში.

* სალაჰმა 48-ე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე და დაეწია ანდრეი შევჩენკოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

* „ლივერპულმა“ ამ სეზონში ხუთ მატჩში გაიტანა გადამწყვეტი გოლები მე-80 წუთის შემდეგ.

* „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ინგლისელი არ იყო.

* ლორენტეს „ენფილდზე“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ ორ მატჩში ოთხი გოლი აქვს.

 

ლივერპული-ატლეტიკო             3:2

გოლები: 1:0 რობერტსონი (4), 2:0 სალაჰი (6), 2:1 ლორენტე (45), 2:2 ლორენტე (81), 3:2 ვან დეიკი (90+2)

ლივერპული: ალისონი, ფრიმპონგი (58. ბრედლი), კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი (86. კერკეზი), გრავენბერხი, ვირტცი (74. ნგუმოა), სობოსლაი, სალაჰი, გაკპო (58. მაკალისტერი), ისაკი (58. ეკიტიკე).

ატლეტიკო: ობლაკი, ლორენტე, ლე ნორმანი, ლენგლე, გალანი, სიმეონე, ბარიოსი, გალაჰერი (61. მოლინა), ნიკოლას გონსალესი (77. პუბილი), რასპადორი (52. კოკე), გრიზმანი (61. სორლოტი).