ჩემპიონთა ლიგა 2025-26, პირველი ტური | „ინტერმა“ ამსტერდამში ტურამის თავურებით გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* 2018/19 წლების სეზონის შემდეგ „ინტერმა“ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური.
* მარკუს ტურამი „ინტერის“ მეორე ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩში დუბლი თავური დარტყმებით შეასრულა. მანამდე ეს შეძლო ერნან კრესპომ 2002 წლის 12 ნოემბერს, ასევე „აიაქსის“ წინააღმდეგ.
აიაქსი-ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ტურამი (42), 0:2 ტურამი (47)
აიაქსი: იაროში, გოეი, იტაკურა (84. შუტალო), ბაასი, ვეინდალი, რეგერი (76. გლუხი), კლაასენი, ტეილორი (63. მაკკონელი), ედვარდსენი, გოდტსი (76. მორო), ვეგჰორსტი (63. დოლბერგი).
ინტერი: ზომერი, დე ვრეი, აკანჯი, ბასტონი, დუმფრისი, მხითარიანი (69. ფრატეზი), ბარელა (80. ზელინსკი), ჩალჰანოღლუ (87. სუჩიჩი), დიმარკო (80. კარლოს აუგუსტო), მ. ტურამი (87. ბონი), ესპოზიტო.