ჩემპიონთა ლიგა 2025-26, პირველი ტური | „ბარსელონამ“ ნიუკასლში რეშფორდის დუბლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2025-26, პირველი ტური | „ბარსელონამ“ ნიუკასლში რეშფორდის დუბლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* მარკუს რეშფორდმა „ბარსელონაში“ თავისი პირველი გოლები გაიტანა.

* რეშფორდს „ნიუკასლის“ წინააღმდეგ 12 მატჩში 10 შედეგიანი მოქმედება აქვს – შვიდი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა.

* „ბარსელონას“ ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ბოლო 17 მატჩში 13 მოგება აქვს.

* „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე მეთორმეტედ მოუგო სტუმრად ინგლისურ კლუბებს, რაც რეკორდია. „რეალს“ ცხრა მოგება აქვს, „ბაიერნს“ – რვა.

* „ნიუკასლს“ ახალ სეზონში ხუთ ოფიციალურ მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

* ფრენკი დე იონგსა და პედრის პირველ ტაიმში 84 პასი ჰქონდათ, „ნიუკასლის“ ყველა ფეხბურთელს ერთად – 85.

 

ნიუკასლი-ბარსელონა   1:2

გოლები: 0:1 რეშფორდი (58), 0:2 რეშფორდი (67), 1:2 გორდონი (90)

ნიუკასლი: პოუპი, ლივრამენტო, ბერნი, შერი (63. ა. მერფი), ტრიპიერი (76. ბოტმანი), ჟოელინტონი (63. ჯ. მერფი), ტონალი, გიმარაეში, ბარნსი (63. ვოლტემადე), გორდონი, ელანგა (63. უილოკი).

ბარსელონა: გარსია, მარტინი (81. ე. გარსია), კუბარსი (69. კრისტენსენი), არაუხო, კუნდე, პედრი, დე იონგი, რეშფორდი (81. ოლმო), ფერმინ ლოპესი (90+3. კასადო), რაფინია, ლევანდოვსკი (69. ფერან ტორესი).