ჩემპიონთა ლიგა 2025-26, პირველი ტური | „ბაიერნმა“ კეინის დუბლით „ჩელსის“ მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ბაიერნმა“ ზედიზედ 22-ედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური.
* „ბაიერნმა“ „ჩელსის“ ზედიზედ მეოთხედ მოუგო.
* „ბაიერნმა“ ზედიზედ მე-6 ოფიციალური მატჩი მოიგო ბურთების შეფარდებით – 22:6.
* ჰარი კეინი საუკეთესო ინგლისელია ჩემპიონთა ლიგაზე „გოლი+პასი“ სისტემით – 53 ქულა. მან დევიდ ბექჰემის რეკორდი გააუმჯობესა.
* კეინი მესამე მოთამაშეა, ვისაც +20 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე ორ სხვადასხვა კლუბში. მანამდე ეს შეძლეს კრიშტიანო რონალდომ და ნეიმარმა.
* კეინს ამ სეზონის 6 მატჩში 13 (10+3) ქულა აქვს.
* მანუელ ნოიერმა მე-100 მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე. უფრო მეტი აქვთ მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს, თომას მიულერსა და იკერ კასილიასს.
ბაიერნი-ჩელსი 3:1
გოლები: 1:0 ჩალობა (20-საკ. კარში), 2:0 კეინი (27-პენ), 2:1 პალმერი (29), 3:1 კეინი (63)
ბაიერნი: ნოიერი, ლაიმერი, უპამეკანო, ტა (46. მინ-ჟაე კიმი), სტანიშიჩი (51. ბოეი), კიმიხი, პავლოვიჩი (64. გორეტცკა), ოლისე, ლუის დიასი, გნაბრი (90+1. ბიშოფი), კეინი (90+1. ჯექსონი).
ჩელსი: სანჩესი, გუსტო, ადარაბიოიო, ჩალობა, კუკურელია, კაისედო, ჯეიმსი (68. ანდრეი სანტოსი), პედრო ნეტო (68. გარნაჩო), პალმერი, ენცო ფერნანდესი (81. ესტევაო), ჟოაო პედრო.