ჩემპიონთა ლიგა 2025-26, პირველი ტური | „არსენალს“ ბილბაოში სათადარიგოებმა მოაგებინეს, ლონდონურ კლუბს სეზონში მეოთხე „მშრალი“ მოგება აქვს [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* მარტინელიმ მოედანზე გამოსვლიდან 36 წამში გაიტანა.
* „არსენალმა“ ესპანურ კლუბებს ზედიზედ მეექვსედ მოუგო.
* „არსენალს“ ახალ სეზონში ხუთ მატჩში ოთხი მოგება აქვს – ოთხივე „მშრალი“ ანგარიშით.
* „არსენალი“, ზედიზედ მეცხრე წელია, არ აგებს ევროთასებზე ახალი სეზონის პირველ მატჩს.
ბილბაო-არსენალი 0:2
გოლები: 0:1 მარტინელი (72), 0:2 ტროსარი (87)
ბილბაო: სიმონი, ბოირო (68. ბერჩიჩე), პარედესი, ვივიანი, გოროსაბელი, ვესგა (81. რეგო), ჰაურეგისარი, ნავარო (61. გომესი/81. სერანო), სანსეტი (68. გურუსეტა), ბერენგერი, ი. უილიამსი.
არსენალი: დავიდ რაია, კალაფიორი (90+1. ინკაპიე), გაბრიელ მაგალიაეში, მოსკერა, ტიმბერი, მერინო, სუბიმენდი, რაისი, ეზე (71. მარტინელი), დიოკერეში (65. ტროსარი), მადუეკე (90+1. ნორგორი).