ჩემპიონთა ლიგა 2025-26, პირველი ტური | 10-კაციანმა „რეალმა“ „მარსელს“ მოუგო, მბაპე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირებში მეექვსე ადგილზე გადავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2025-26, პირველი ტური | 10-კაციანმა „რეალმა“ „მარსელს“ მოუგო, მბაპე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირებში მეექვსე ადგილზე გადავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „რეალმა“ სეზონის სტარტიდან ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო.

* კილიან მბაპე მეექვსე ადგილზე გადავიდა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით. ფრანგს 57 გოლი აქვს და ჩამორჩება რაულს (71), ქარიმ ბენზემას (90), რობერტ ლევანდოვსკის (105), ლიონელ მესის (129) და კრიშტიანო რონალდოს (140).

* მბაპეს ამ სეზონში კლუბსა და ნაკრებში შვიდ მატჩში რვა გოლი აქვს.

* ტიმოტი ვეა პირველი ამერიკელი ფეხბურთელია, ვინც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიტანა გოლი ჩემპიონთა ლიგის მატჩში.

 

რეალი-მარსელი               2:1

გოლები: 0:1 ვეა (22), 1:1 მბაპე (29-პენ), 2:1 მბაპე (81-პენ)

რეალი: კურტუა, კარერასი, ჰუისენი, ედერ მილიტაო, ალექსანდერ-არნოლდი (5. კარვახალი), არდა გიულერი (74. ასენსიო), ჩუამენი, ვალვერდე, როდრიგო (63. ვინისიუსი), მბაპე, მასტანტუონო (63. დიასი).

მარსელი: რული, ემერსონი (78. მურილიო), ბალერდი, მედინა, პავარი (87. ეგან-რაილი), ჰოიბერგი, კონდოგბია (66. ვერმეერენი), ვეა (78. გუირი), ო`რაილი (66. იგორ პაიშაო), გრინვუდი, ობამეიანგი.

გაძევება: კარვახალი (72. რეალი)