ჩემპიონთა ლიგა 2025-26, მე-2 ტური | „დორტმუნდმა“ მოიგო, „ლევერკუზენმა“ შინ ქულები დაკარგა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „დორტმუნდმა“ ზედიზედ მეორე მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.
* „ბილბაომ“ პირველად თავის ისტორიაში ევროტურნირებზე ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო.
* „ბილბაოს“ ყველა ტურნირზე 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს – 1 ფრე და 5 წაგება.
* დანიელ სვენსონმა და კარნი ჩუკვუემეკამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლები გაიტანეს.
* სერუ გირასის ჩემპიონთა ლიგაზე 20 მატჩში 16 გოლი აქვს. ასეთი შედეგი მხოლოდ რუუდ ვან ნისტელროის, რობერტო სოლდადოსა და ერლინგ ჰალანდს ჰქონიათ.
* ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 19 საშინაო მატჩში „დორტმუნდს“ მხოლოდ ერთი წაგება (12 მოგება, 6 ფრე) აქვს .
* „ლევერკუზენმა“ შეწყვიტა ევროთასებზე შინ 7-მატჩიანი მოგებების სერია.
* 19 წლისა და 67 დღის კოფანე „ლევერკუზენის“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.
* „ეინდჰოვენმა“ ჯამში ექვსი დარტყმა შეასრულა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია ნიდერლანდელებისთვის ყველა ტურნირზე ბოლო სამ წელიწადში.
* „ეინდჰოვენს“ სტუმრად გერმანული კლუბების წინააღმდეგ 18-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
* ისმაილ საიბარიმ ზედიზედ მესამე ოფიციალურ მატჩში გაიტანა.
დორტმუნდი-ბილბაო 4:1
გოლები: 1:0 სვენსონი (28), 2:0 ჩუკვუემეკა (50), 2:1 გურუსეტა (61), 3:1 გირასი (82), 4:1 ბრანდტი (90+1)
ლევერკუზენი-ეინდჰოვენი 1:1
გოლები: 1:0 კოფანე (65), 1:1 საიბარი (72)