ჩემპიონთა ლიგა 2025/26 | ძირითადი ეტაპის 16 მონაწილე ცნობილია #1TVSPORT
31 მაისს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ინტერს“ შორის, მაგრამ უკვე ახლა იკვეთება გუნდების სია, რომლებიც მომავალ სეზონში ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებენ.
მას შემდეგ, რაც იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში „ატალანტამ“ „რომა“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა, ცნობილია ძირითადი ეტაპის 36 მონაწილიდან 16:
ესპანეთი – ბარსელონა, რეალი, ატლეტიკო;
იტალია – ნაპოლი, ინტერი, ატალანტა;
საფრანგეთი – პარი სენ-ჟერმენი, მარსელი, მონაკო;
ნიდერლანდები – აიაიქსი, ეინდჰოვენი;
ინგლისი – ლივერპული;
საბერძნეთი – ოლიმპიაკოსი;
ჩეხეთი – სლავია.