ჩემპიონთა ლიგა 2024 წლიდან შეიცვლება
ჩემპიონთა ლიგა 2024 წლიდან შეიცვლება

ევროპული კლუბების ასოციაციამ (ECA) წერილი გაუგზავნა თავის ყველა წევრს ჩემპიონთა ლიგაზე დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

ირკვევა, რომ ქვეყნების ჩემპიონატებიდან ევროთასებზე გასვლის სისტემის ნაცვლად, შემოიღებენ ფეხბურთის პირამიდის ევროპულ სისტემას – დივიზიონებს შორის გავარდნითა და დაწინაურებით. ამ პირამიდის უმაღლესი წერტილი იქნება ჩემპიონთა ლიგა. ეს სისტემა მიმსგავსებული იქნება ნაკრებებს შორის ახალ ტურნირთან – ერთა ლიგასთან.

რეფორმის განხორციელება იგეგმება 2024 წელს, – წერს ტვიტერზე გაზეთ თაიმსის ჟურნალისტი მარტინ ციგლერი.