ევროპული კლუბების ასოციაციამ (ECA) წერილი გაუგზავნა თავის ყველა წევრს ჩემპიონთა ლიგაზე დაგეგმილი რეფორმების შესახებ.
ირკვევა, რომ ქვეყნების ჩემპიონატებიდან ევროთასებზე გასვლის სისტემის ნაცვლად, შემოიღებენ ფეხბურთის პირამიდის ევროპულ სისტემას – დივიზიონებს შორის გავარდნითა და დაწინაურებით. ამ პირამიდის უმაღლესი წერტილი იქნება ჩემპიონთა ლიგა. ეს სისტემა მიმსგავსებული იქნება ნაკრებებს შორის ახალ ტურნირთან – ერთა ლიგასთან.
რეფორმის განხორციელება იგეგმება 2024 წელს, – წერს ტვიტერზე გაზეთ თაიმსის ჟურნალისტი მარტინ ციგლერი.