ჩემპიონთა ლიგა 2024-25, მე-2 ტური | სალაჰი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო აფრიკელი ბომბარდირი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* მოჰამედ სალაჰს ჩემპიონთა ლიგაზე 45 გოლი დაუგროვდა. მან გაუსწრო დიდიე დროგბას და აფრიკელ ფეხბურთელებს შორის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
* სალაჰი „ლივერპულის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ხუთ საშინაო მატჩში გაიტანა.
* სალაჰს 11 შედეგიანი მოქმედება (6+5) აქვს ამ სეზონში.
* ალექსის მაკალისტერმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა.
* „ლივერპულმა“ ზედიზედ მეხუთე ოფიციალური მატჩი მოიგო.
* „ლივერპულმა“ არნე სლოტის ხელმძღვანელობით ცხრიდან რვა მატჩი მოიგო.
ლივერპული-ბოლონია 2:0
გოლები: 1:0 მაკალისტერი (11), 2:0 სალაჰი (75)
ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი (85. ბრედლი), ვან დეიკი, კონატე, რობერტსონი (72. ციმიკასი), გრავენბერხი, მაკალისტერი, სობოსლაი (86. ჯონსი), ლუის დიასი (72. გაკპო), სალაჰი, ნუნიესი (61. დიოგო ჟოტა).
ბოლონია: სკორუპსკი, მირანდა, ლუკუმი, ბეკემა (62. კაზალე), პოში, ფროილერი (84. ფაბიანი), მორო, ურბანსკი (61. ებიშერი), ნდოიე (79. ილინგ-ჯუნიორი), ორსოლინი, დალინგა (79. კასტრო).