ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, II მატჩი - ლივერპული-ლაიპციგი 2:0, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ლივერპული“ არასოდეს გავარდნილა ევროთასებიდან, როცა პირველი შეხვედრა სტუმრად მოგებული ჰქონდა.
* „ლივერპულს“ იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 13-დან 12 ორმატჩიანი დაპირისპირება აქვს მოგებული. ერთადერთი მარცხი შარშანდელ გათამაშებაში იყო „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.
* სადიო მანეს 12 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში. მისი დებიუტის (2017-18) მომენტიდან, უფრო მეტი (13) მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს გაუტანია.
* მოჰამედ სალაჰს ამ სეზონში ოფიციალურ მატჩებში 25 გოლი აქვს – ყველაზე მეტი პრემიერლიგის ფეხბურთელებს შორის.
ლივერპული-ლაიპციგი 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 სალაჰი (71), 2:0 მანე (74)
ლივერპული (4-3-3): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, ფილიპსი, ქაბაქი, რობერტსონი (90. ციმიკასი) – ვიინალდუმი (82. მილნერი), ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა (72. ნ. კეიტა) – მანე (90. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), დიოგო ჟოტა (71. ორიგი), სალაჰი.
ლაიპციგი (5-4-1): გულაში – ადამსი, მუკიელი, უპამეკანო, კლოსტერმანი, ნკუნკუ – ოლმო (72. ჰაიდარა), კამპლი (46. სორლოტი), ზაბიტცერი, ფორსბერგი (60. კლუივერტი) – პოულსენი (60. ჰვანგი).