ჩემპიონმა მინესოტაში 17 ქულით წააგო
ჩემპიონმა მინესოტაში 17 ქულით წააგო

ჰიუსტონში ორი მატჩის წაგების შემდეგ, „მინესოტამ“ საკუთარ მოედანზე რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული „ჰიუსტონი“ დამაჯერებლად დაამარცხა და  სერიაში სხვაობა შეამცირა.

ჯიმ ბატლერმა და ჯეფ ტიგმა ერთად 51 ქულა დააგროვეს, ენდრიუ უიგინსმა 20 ქულა აიღო, კარლ-ენტონი თაუნსს კი ორმაგი დუბლი ჰქონდა (18 ქულა და 16 მოხსნა).

„მინესოტამ“ პირველი გაქცევა (20:6) მეორე მეოთხედის სტარტზე მოაწყო და 10 ქულით დაწინაურდა. „ჰიუსტონმა“  მოახერხა ბრძოლაში დაბრუნდება და წინ გასვლა მესამე მეოთხედში. ამის შემდეგ იყო „მგლების“ მეორე სპურტი და ისევ ორნიშნა უპირატესობის მოპოვება, რომელიც მასპინძლებმა ხელიდან აღარ გაუშვეს და 17 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს – 121:105.
მეორე ტაიმი „მინესოტამ“ 69:54 მოიგო.

მინესოტა-ჰიუსტონი 121:105
27:28, 25:23, 35:24, 34:30
მ: ბატლერი (28+7 მოხსნა), ტიგი (23+8 პასი), უიგინსი (20), თაუნსი (18+16 მოხსნა), გიბსონი (2) – სასტარტო; როუზი (17), კროუფორდი (6), ჯენგი (5), ჯონსონი (2), ბიელიცა (0), ბრუქსი (0).
ჰ: ჰარდენი (29+7 მოხსნა+7 პასი), პოლი (17+6 პასი), კაპელა (7+11 მოხსნა), არიზა (6), ტაკერი (4) – სასტარტო; გორდონი (15), ანდერსონი (12), გრინი (10), ნენე (4), ჯექსონი (1), ჟოუ (0), ბლეკი (0).
სერია: 1-2